შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა1988 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ბრაუნინგის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.