ბრალდებულის დაკავების კადრები და მიზეზი, რის გამოც გორში 74 წლის ქალი მოკლეს - დაკავებულმა გარდაცვლილს ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა - Palitra News

ბრალდებულის დაკავების კადრები და მიზეზი, რის გამოც გორში 74 წლის ქალი მოკლეს - დაკავებულმა გარდაცვლილს ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა

2018-12-29 13:30:08+04:00

გორში 74 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი ოქროს ნივთის მოპარვა გახდა. სამართალდამცველებმა 1968 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს. ბრალდებული ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.