სოფო ვერძეული - ლევან მურუსიძესთან გასაუბრება არის პარლამენტისადმი იუსტიციის საბჭოს საპასუხო სადამსჯელო ნაბიჯი და ახალი ფრონტის გახსნა - Palitra News

სოფო ვერძეული - ლევან მურუსიძესთან გასაუბრება არის პარლამენტისადმი იუსტიციის საბჭოს საპასუხო სადამსჯელო ნაბიჯი და ახალი ფრონტის გახსნა

2018-12-27 14:23:46+04:00

ვფიქრობ, ლევან მურუსიძესთან გასაუბრებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ერთგვარად ახალი ფრონტი გახსნას, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფო ვერძეულმა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსამართლესთან, მათ შორის ლევან მურუსიძესთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ გასაუბრებაზე კომენტირებისას განუცხადა.სოფო ვერძეულის თქმით, გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან ეს არის ერთგვარი სადამსჯელო სიგნალი საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ იმ წევრების მიმართ, რომლებმაც პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 10- მოსამართლე კანდიდატთან დაკავშირებით.