მამაკაცის დაკავების კადრები, რომელსაც ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენა ბრალდება - Palitra News

მამაკაცის დაკავების კადრები, რომელსაც ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენა ბრალდება

2018-12-27 11:37:53+04:00

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.