ყველაზე ცხელი წელი 2019 იქნება და კაცობრიობის ისტორიაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება - Palitra News

ყველაზე ცხელი წელი 2019 იქნება და კაცობრიობის ისტორიაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება

2018-12-27 11:35:09+04:00

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2019 წელს კაცობრიობის ისტორიაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, ჰაერის ტემპერატურის მატებაზე გავლენას გლობალური დათბობა ახდენს, რაც, საერთო ჯამში, პლანეტაზე უარყოფითად აისახება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტემპერატურის მატება ე.წ ელ-ნინიოსთანაა დაკავშირებული. ელ-ნინიო თბილი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ის ცივი დინების გაქრობის შემდეგ სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ჩნდება.მეცნიერების განმარტებით, კლიმატური ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ატმოსფეროში სითბური გაზების გავრცელებაა, რაც ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.