სათვალთვალო კამერები ე.წ. ბასლეინებთან და გაზრდილი ჯარიმები დამღვევ მძღოლებს - რა სიახლეები იგეგმება, იმისთვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტმა აღარ დაიგვიანოს - Palitra News

სათვალთვალო კამერები ე.წ. ბასლეინებთან და გაზრდილი ჯარიმები დამღვევ მძღოლებს - რა სიახლეები იგეგმება, იმისთვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტმა აღარ დაიგვიანოს

2018-12-26 12:28:09+04:00

ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად შესაძლოა კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როდესაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უცხოელი ექსპერტების რჩევებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შეუფერხებელი, სწრაფი და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი, რათა ისინი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში მერია შეეცდება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მეტი უპირატესობით ისარგებლოს და შეიზღუდოს კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურეობა.