უნდა მართონ თუ არა მანქანა ორსულებმა და რა არ მოსწონთ მუცელში მყოფ პატარებს? - კვლევსი შედეგები, რომელშიც 30 ფეხმძიმე მონაწილეობდა - Palitra News

უნდა მართონ თუ არა მანქანა ორსულებმა და რა არ მოსწონთ მუცელში მყოფ პატარებს? - კვლევსი შედეგები, რომელშიც 30 ფეხმძიმე მონაწილეობდა

2018-12-25 15:39:30+04:00

ცნობილია, რომ მამაკაცები საჭესთან მჯდომ ქალს აღიქვამენ პოტენციურ საშიშროებად და მათი აზრით ეს საშიშროება უფრო რეალური ხდება, როდესაც საჭესთან ორსული ქალი ზის. ორსულებს სივრცეში ორიენტირება გაუარესებული აქვთ, შესაბამისად მათთვის მანქანის მართვა ძნელია. პირველი სამი თვის მანძილზე ორსულის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობ. გინეკოლოგთა აზრით მუცელში მყოფ პატარებს არ მოსწონთ, როცა დედა საჭესთან წელში მოხრილი ზის.

თუ გაწუხებთ ორსულობის პერიოდში ძლიერი ტოქსიკოზი, დაბალი არტერიული წნევა ან თავბრუსხვევა მანქანის მართვაზე საერთოდ უარი უნდა თქვათ.

გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა,რომელშიც სამოცმა მანდილოსანმა მიიღო მონაწილეობა ,მათგან 30 ორსული იყო. მკვლევარები მათი რეაქციების სისწრაფეს აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორსული ქალი უარესად უმკლავდებოდა დავალებას, რადგან მეხსიერება და სწრაფი რეაქცია ორსულობის დროს სუსტება. ეს კი მეცნიერთა აზრით ჰორმონ ესტრაგონის მომატებით არის გამოწვეული, რომელიც ტვინის იმ ნაწილზე მუშაობს, რომელიც ნავიგაციას აკონტროლებს.