ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება - Palitra News

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

2018-12-22 17:06:43+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" მომზადდა.როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, ცვლილებების ინიცირება უკვე მოხდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება.