რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი კიევს დამატებით 10 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას აშშ-ის სახემწიფო დემპარტამენტი ავრცელებს. განცახებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა უკრაინის სამხედრო პოტენციალის განმტიკიცებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, აშშ რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და სამი დაკავებული გემი და მეზღვაურები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. შეგახსნებეთ, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეჭრის ბრალდებით, ქერჩის სრუტეში, სამი უკარინული ხომალდი და 24 მეზღვაური რუსულმა მხარემ 25 ნოემბერს დააკავა. საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, მათ გათავისუფლებაზე მოსკოვი ამ დრომდე უარს აცხადებს.