Facebook, Google, Youtube, Translate... - რას "გუგლავდნენ" საქართველოში ყველაზე ხშირად 2018 წელს? - Palitra News

Facebook, Google, Youtube, Translate... - რას "გუგლავდნენ" საქართველოში ყველაზე ხშირად 2018 წელს?

2018-12-21 08:37:53+04:00

საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა, "გუგლის" საძიებო სისტემის მიხედვით, 2018 წელს სოციალურ ქსელ facebook-ს ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში facebook-ს ყველაზე ხშირად იანვარში "გუგლავდნენ".facebook-ის შემდეგ ქართველები ყველაზე ხშირად Youtube-თ ინტერესდებოდნენ, რომელიც ასევე ყველაზე პოპულარული იანვარში იყო. ყველაზე "სერჩვად" სიტყვებს შორის მესამე ადგილზე კი თავად Google გავიდა. საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ასევე Translate და Adjaranet-ი. თუმცა, ამ ტოპ "სერჩვადი" სიტყვების გარდა, 2018 წელს საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლებს შორის პოპულარული იყო ასევე თურქული სერიალი "ნაადრევი ფრინველი".