თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით შპს. ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ახალგზარდებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა, მათ ცეცხლნასროლი დაზიანებები ფეხის არეშეში აქვთ მიყენებული. დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. ერთ-ერთი ახალგზრდრის მამა, თელავის ღვთაების დედათა მონასტრის მღვდელმსახური, მამა გენადი გოგილაშვილია, მისი ვარაუდით სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდბა. მომხდარს პოლიცია იძიებს