ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, რუსეთის ტროლების ქარხანა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აფროამერიკელ ამომრჩევლებზე ახდენდა გავლენას. ამისთვის კი სოციალურ მედიას იყენებდნენ. ამის მიზანს ამერიკული საზოგადოების პოლარიზება წარმოადენდა. ტროლები აფროამერიკელ ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის ან ხმის მიცემის არასწორი პროცედურებისთვის მიემართათ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ამერიკის საპრეზიდნეტო არჩევნებში ფერადკანიანთა აქტივობა ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად შემცირდა. ამიტომაც მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს სწორედ რუსული ტროლების დამსახურება იყო.