კახეთსა და ბორჯომში, საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემინარების სერია ჩატარდა, სადაც რეგიონალურ და ცენტრალური მედიის 50-მდე წარმომადგენელმა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების პრაქტიკა გაიზიარეს. ასევე მიმოიხილეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის და იმსჯელეს ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ნარჩენების მართვის კუთხით.