შსს-ს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრმა მედლით დააჯილდოვა - Palitra News

შსს-ს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

2018-12-15 17:03:32+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.ჯილდოზე ქართველი პოლიციის ატაშე პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, იაროსლავ შიმჩიკმა წარადგინა. გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედალი პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა.