სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია EUROINS GROUP-ის წევრი გახდა - Palitra News

სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია EUROINS GROUP-ის წევრი გახდა

2018-12-11 22:50:23+04:00

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია „EUROINS GROUP“ -ი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შემოდის. სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფი” მათი აღმოსავლეთ წევრი გახდა და ამიერიდან, ადგილობრივ ბაზარზე ,,ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს. კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარზე დანერგოს ევროპაში უკვე აპრობირებული თანამედროვე დაზღვევის სისტემა, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე. ,,ევროინს გრუფი“ კი თავის მხრივ ორიენტირებულია განავითაროს „აი სი ჯგუფის“ უკვე არსებული პორტფელი, გაამრავალფეროვნოს ქონების, პასუხისმგებლობისა და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტები. ასევე ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, კიბერ უსაფრთხოების, ინოვაციური და არასტანდარტული პროდუქტების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს დაარსებული ,,აისი ჯგუფი“, აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში.ცნობისთვის, ,,ევროინს“ სადაზღვევო ჯგუფი წარმატებით ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. 2014 წლიდან, ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2-ნახევარ მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა კი ნახევარ მილიარდ ევროს აჭარბებს.