უნდა იყოს თუ არა საცხოვრებელი სახლები და კლინიკები გვერდიგვერდ? - სპეციალისტები ფუნქციური ზონირების დარღვევისთვის სანქციების შემოღებას ითხოვენ - Palitra News

უნდა იყოს თუ არა საცხოვრებელი სახლები და კლინიკები გვერდიგვერდ? - სპეციალისტები ფუნქციური ზონირების დარღვევისთვის სანქციების შემოღებას ითხოვენ

2018-12-07 11:16:24+04:00

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოების საცხოვრებელ ზონებში აშენება გენგეგმის მიხედვით, აკრძალულია, თბილისში მსგავსი მაგალითების ნახვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ექსპერტი სამშენებლო სამართალში უჩა ზაქაშვილი აცხადებს, რომ გენგეგმით და არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ფუნქციური ზონირების დარღვევა სანქცირებადი უნდა გახდეს. მისივე განმარტებით დღეისათვის მერია მხოლოდ ნებართვის გაცემის მომენტში მოითხოვს გენგეგმასთან შესაბამისობას და უკვე აშენებული შენობების ფუნქციონირების საკითხში ვეღარ ერევა. იმ ფაქტს, რომ ქალაში ფუნქციური ზონირების დარღვევა ხშირი შემთხვევაა, თავად გენგეგმის ერთ-ერთი ავტორიც ადასტურებს. მამუკა სალუქვაძის თქმით, ამ მიმართულებით მერიამ კონტროლის მექანიზმები უნდა გააძლიეროს.თბილისის ახალი გენგეგმა პირველი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოშია წარდგენილი. გენერალური გეგმის დამტკიცებასთან ერთად, სპეციალისტები შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანას და ფუნქციური ზონირების დარღვევისთვის სანქციების შემოღებას მოითხოვენ.