"ყოველდღე საუბრობდა და ფიქრობდა სახელმწიფოზე" - ნიკა რურუა ვერის სასაფლაოს ტაძარშია დასვენებული - Palitra News

"ყოველდღე საუბრობდა და ფიქრობდა სახელმწიფოზე" - ნიკა რურუა ვერის სასაფლაოს ტაძარშია დასვენებული

2018-12-06 13:04:52+04:00

ნაციონალური მოძრაობის" წევრს, კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ. მას სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, 15-ზე დაკრძალავენ. ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა რურუა 50 წლის იყო.