გრიგოლ ვაშაძე - ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებდა, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ეს შოუ - Palitra News

გრიგოლ ვაშაძე - ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებდა, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ეს შოუ

2018-12-05 14:11:07+04:00

"ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას" - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.