აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის ოჯახის წევრებს ეწვივნენ. თეთრ სახლთან ახლოს პენსილვანიის გამზიზრზე მდებარე ე.წ "ბლერის სახლი" აშშ-ის პრეზიდენტების სტუმრების მისაღები ოფიციალური რეზიდენციაა. სწორედ ბლერის სახლში იმყოფებოდნენ ტრამპები ბუშებისთვის სამძიმრის კიდევ ერთხელ სათქმელად. დონალდ და მელანია ტრამპს ჯორჯ ბუშ უმცროსი და ლორა შეხვდნენ. შეგახსენებთ, ჯორჯ ბუშ უფროსის დაკრძალვის ცეერემონიალი დღეს გაიმართება, მას ტრამპიც დაესწრება. მანამდე კი კაპიტოლიუმის შენობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.