მირზა სუბელიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება - Palitra News

მირზა სუბელიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

2018-12-04 10:04:35+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს.