გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია, - ამის შესახებ ამერიკელმა მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა "კვირის პალიტრასთან"არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. გამოცემა დაინტერესდა ოპოზიციის პროტესტით და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლით.როგორც ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" თავსატეხია, მისი მხარდამჭერების წყალობით პარტია ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება. "სააკაშვილთან ასოცირება ზღუდავს "ნაციონალების" შესაძლებლობას, გასცდნენ ამ ბაზისს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მძიმე ფაქტად მიიჩნევს. სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს, თუმცა მისი ეგო და მცდარი რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ამას შეუძლებელს ხდის" - განაცხადა ამერიკელმა მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.