სარალიძის ემოციური კომენტარი იმ ფარდულთან, სადაც 1 წლის წინ, მისი შვილი მოკლეს - "ზუსტად ამ ადგილზე, სადაც სული დალია, პირობას ვდებ..." - Palitra News

სარალიძის ემოციური კომენტარი იმ ფარდულთან, სადაც 1 წლის წინ, მისი შვილი მოკლეს - "ზუსტად ამ ადგილზე, სადაც სული დალია, პირობას ვდებ..."

2018-12-01 17:31:09+04:00

ზუსტად ამ ადგილზე, სადაც ჩემმა შვილმა სული დალია, პირობას ვდებ არავის გავახარებ, არც ერთ მკვლელს და არც ერთ ხელის დამფარებელს, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ იმ ფარდულთან განუცხადა, სადაც მისი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.როგორც ის აღნიშნავს, სანამ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები არ დაისჯებიან, გაჩერებას არ აპირებს.

იხილეთ:"ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ, დილით საფლავზე ვიყავი, დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია" - 1 წელი ხორავას ქუჩის მკვლელობიდან