ძლიერი მიწისძვრა ალასკაში - შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 7,2 მაგნიტუდი სიმძლავრის ბიძგები შტატის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში, 43 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგების შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზები და შენობები; გაითიშია რამდენიმე სატელევიზიო სადგური. შტატში ამოქმედდა ცუნამის სიგნალიც, თუმცა მოგვიანებით ის გააუქმეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვცრელდება. მიწისძვრის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარება გამოაცხადა, საკუთარ თვითერის საშუალებით კი მოსახლეობას მიმართა და დაარწმუნა, რომ ფედერალური მთავრობა მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.