1 წელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობიდან - ტრაგედიამ, როდესაც თანატოლებმა სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მთელი საქართველო შეძრა. კონფლიქტი 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დადუნაშვილსა და სარალიძეს მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღებით თანატოლებმა მიაყესნეს, რამაც ორივე მათგანი იმსხვერპლა. დავით სარალიძის მკვლელი გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს.ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელის დასჯას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. თითქმის 3 თვეა, ის, პარლამენტის შენობის წინ პერმანენტულ აქციას მართავს. „„სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია“, - აცხადებს შვილმოკლული მამა. დღეს რუსთაველის გამზირიდან მკვლელობის ადგილამდე მსვლელობა გაიმართება.