კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა - Palitra News

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა

2018-11-30 10:06:21+04:00

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება სტამბულში გამართული კრების შემდეგ მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა. "უკრაინული ეკლესიითვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მანამდე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ასევე პატრიარქალური და სინოდალური ტომოსის გამოცემის მოლოდინში, წმინდა სინოდმა ეკლესიის კონსტიტუციური ქარტია შეადგინა" - ნათქვამია განცხადებაში. მსოფლიოს საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და განაცხადა, რომ ბართლომე უკრაინის ეკლესიის გამაერთანებეილი კრების თარიღს უახლოეს მომავალში დაასახელებს. კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ. შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მზადყოფნა 11 ოქტომბერს გამოთქვა, რამაც რუსეთის საპატრიარქოს გაღიზიანება გამოიწვია, შედეგად რუსეთის მართლამადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.