ნორვეგიაში თევზის ნარჩენებს გემების საწვავის გამომუშავების მიზნით გამოიყენებენ. როგორც „გარდიანი“ წერს, თევზის, ისევე როგორც სხვა საკვები პროდუქტების ნარჩენებით შესაძლებელია ბიოგაზის გამომუშავება, რის შემდეგაც მას თხევად გაზად აქცევენ. სწორედ მისი გამოყენება სურს ნორვეგიულ საზღვაო ოპერატორ „ჰურტიგრუტენს“ საკრუიზო ლაინერების საწვავის ნაცვლად.
აღსანიშნავია რომ „ჰურტიგრუტენი“ 17 გემს ფლობს, 2021 წლისთვის კომპანია აპირებს რომ მათგან 6 საზღვაო ხომალდი ბიოგაზზე, გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე ამუშავოს, რაც გაცილებით უფრო სუფთა ენერგიის წყაროა საწვავის სხვა სახეობთან შედარებით.ნორვეგიული კომპანია, რომელიც 125 წლის წინ დაარსდა, არქტიკისა და ანტარქტიკის წყლებში ოპერირებს და ხელს უწყობს გარემოს დაცვას. იგი ასევე მუშაობს ახალი ჰიბრიდული საკრუიზო ლაინერების შექმნაზე, რომლებიც მომავალ სამ წელიწადში გამოჩნდება.ბიოგაზის გენერირება ორგანული ნარჩენების გადამუშავებით ხდება და იგი საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში.