ცესკომ ხმათა 100% დათვალა: სალომე ზურაბიშვილი 59.52, გრიგოლ ვაშაძე 40.48 - Palitra News

ცესკომ ხმათა 100% დათვალა: სალომე ზურაბიშვილი 59.52, გრიგოლ ვაშაძე 40.48

2018-11-29 13:19:56+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა. რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 780633.