ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთში დააკავეს. სოფელ ჩაისუბანში მან სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 44 წლის მამია ცეცხლაძეს, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. ცეცხლაძე პოლიციელებმა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლულის ძმის ინფორმაციით, ის დილით საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იყო, შემდეგ კი ჩაქვში ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ჯუმბერ ცეცხლაძე ამბობს, რომ მის ძმას თავს სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს. დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა.გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ:
ქობულეთში, 46 წლის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს - რას მოტივს უკავშირდება მკვლელობა?