რამდენი ლარის შემოწირულობა მიიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ანგარიში - Palitra News

რამდენი ლარის შემოწირულობა მიიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ანგარიში

2018-11-27 14:03:44+04:00

1-ელი აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა ძირითადმა სუბიექტმა ჯამში 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მათგან 8 998 948 ლარი მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 243 366 ლარი - გრიგოლ ვაშაძემ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. რაც შეეხება პირველი ტურის შემდგომ პერიოდს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა ძირითადმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 128 323 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო