თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება - რას ითვალისწინებს პროექტი? - Palitra News

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება - რას ითვალისწინებს პროექტი?

2018-11-26 10:41:35+04:00

თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური ქალაქი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. სტუდენტური ქალაქი 3000-ზე მეტი სტუდენტისთვის იქნება გათვლილი. პროექტში გათვალისწინებულია, როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები.