ნეაპოლს იტალიის ყველაზე ბინძური და კრიმინალური ქალაქის საეჭვო რეპუტაცია აქვს. მაგრამ ერთდროულად ის გახლავთ ქვეყნის ერთ ერთი შესანიშნავი ქალაქი ბაროკოს ეკლესიებით, მდიდრული სასახლეებით და უნიკალური მუზეუმებით.არსობრივად ნეაპოლი პარადოქსების არქიტექტურული შედევრების, ხმაურიანი ბაზრების, ჯიბის ქურდების, რელიგიური ფანატიკოსების, მოტორინოების ღრიალების და ძვირადღირებული ბუტიკების ნაზავია.ვეზუვის ჩრდილში მდებარე ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით მიჩვეულია ვულკანზე ცხოვრებას.
ადგილობრივების საყვარელი სასეირნო ადგილი გახლავთ ნეაპოლის ყურის გასწვრივ მიმავალი პარტენოპეს ქუჩა, რომელზეც ძვირადღირებული სასტუმროებია ჩამწკრივებული. შუაღამეს ხმაურიანი ნეაპოლური ტუსოვკა ტრისტეეტრენოს მოედანზე გადაინაცვლებს ქალაქის ღამის ცხოვრების ცენტრში ,სადაც უამრავი ღამის კლუბი და დისკოთეკაა და მაინც ნეაპოლის ნამდვილ სულს მაინც მის ისტორიულ ცენტრში შეიგძნობთ,რომელიც მთლიანად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო სიაში.