"შავი პარასკევი" ქართულად: რა ვითარება დახვდა "პალიტრანიუსს" მაღაზიებში და რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი ფასდაკლებებით? - Palitra News

"შავი პარასკევი" ქართულად: რა ვითარება დახვდა "პალიტრანიუსს" მაღაზიებში და რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი ფასდაკლებებით?

2018-11-23 17:05:03+04:00

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დილის 10 საათიდან დაიწყო. დღეს მაღაზიათა უმეტესობა მომხმარებლებს 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. სავაჭრო ობიექტებში დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ ბრენდული მაღაზიებიცდღევანდელი ფასდაკლებებით მომხმარებელთა ნაწილი კმაყოფილია. ნაწილი კი ამბობს რომ საქართველოში შავ პარასკევთან დაკავშირებული აქციები არარეალურია და მაღაზიებში პროდუქციის დაბალ ფასად შეძენის მოლოდინი არ გაუმართლდათ. შავ პარასკევს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. საქართველომ ამ დღის აქციებითა და ფასდაკლებებით აღნიშვნა უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. შავი პარასკევი დგება ნოემბრის მეოთხე პარასკევს და ძირიტადად ემთხვევა 23-29 ნოემბრის შუალდედს. იხილეთ:

"შავი პარასკევი" "ისთ ფოინთში" - თვითმხილველის კადრები, სადაც ჩანს, რა ხდება სავაჭრო ცენტის მიმდებარედ