თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის ადგილზე სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.