ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა უჭირთ. ჩვენ მათ ვაძლევთ დროს და საშუალებას, ეს ბოდიში გუშინ თუ ვერა, დღეს, ხვალ, ზეგ, ან ოდესმე მოგვიხადონ, - აღნიშნულის შესახებ ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც უგულავა გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს სპეკულანტებად და ამ ხელისუფლების პროპაგანდისტულ იარაღად მოიხსენიებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.