თბილისში, "მეიდანთან" ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს - Palitra News

თბილისში, "მეიდანთან" ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

2018-11-23 11:58:32+04:00

თბილისში, რესტორან "მეიდანთან" ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.