ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება - Palitra News

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

2018-11-22 10:27:59+04:00

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომზადებულია ცვილილებების პროექტი, რის მიხედვითაც ტექდათვალიერების ცენტრები ვალდებულები იქნებიან სამუშაო ლაივ დაკვირვების რეჟიმში აწარმოონ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა და ის ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მონაცემებით, საქართველოში 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრი ფუნქციონირებს.