"ომეგა ჯგუფის" დაფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ტელე იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ამ ყველაფერს კი, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა. ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ს ის წერილიც მიაწოდა, რომელიც მისივე თქმით ივანიშვილის დავალებით ტელეკომანია "იმედის" ეთერში უნდა წაეკითხა.