ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება. მომზადებულია ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ტექდათვალიერების ცენტრები ვალდებულები იქნებიან სამუშაო აწარმოონ ლაივ დაკვირვების რეჟიმში.2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 38 პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საერთო ბაზის მიხედვით დაფიქსირდა 84 850 პირველადი ინსპექტირების შემთხვევა. აქედან 32% დახარვეზდა, ხოლო 30% საერთოდ არ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე. მონაცემები, ტექინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი. მონიტორინგის მიხედვით, 2018 წლის იანავრ-სექტემბერში, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო დაჯარიმდა 5 ავტომობილი. ამასთან, თბილისთან შედარებით, რეგიონებში აღინიშნება გაცილებით მეტი დაჯარიმება, ინსპექტირებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე. ტრასნპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეფორმამ, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. ამასთან დაბალია ინსპექტირების ხარისხი. დავით მესხიშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი სტანდარტები, ევროკავშირის სტანდარტებთან აცდენილია. კერძოდ: ამჟამად ინსპექტირებისას, გამონაბოლქვში იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის შემცველობა, მაშინც როდესაც ევროკავშირში მოქმედებს ევრო 6 სტანდარტი, რომელიც გამონაბოლქვში გაცილებით მეტი მავნე ნივთიერების დადგენის საშუალებას იძლევაშეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტპობრივად ხორციელდება. ამჟამად ტექინსპექტირებას ექვემდებარება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრი ან მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან, ტექინსპექტირების გავალს დაექვემდებარება ყველა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.