საქართველოდან 40 ათას 397 მანქანა ექსპორტზე გავიდა - 10 თვის მონაცემები, რაც 90,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით - Palitra News

საქართველოდან 40 ათას 397 მანქანა ექსპორტზე გავიდა - 10 თვის მონაცემები, რაც 90,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით

2018-11-21 13:58:25+04:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 ათას 397 მანქანა გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90,5%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 ათას 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ჯამში 131 მილიონ 634 ათას 100 დოლარია.

2018 წლის 10 თვეში რეექსპორტიდან შემოსავალმა 131 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80% -ით გაიზარდა. წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში ავტომობილების ნომერ პირველ რეექსპორტიორ ქვეყანად ითვლებოდა.