ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული 66 წლის ქალი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. გუშინ მიღებული ტრავმების შედეგად 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქება ხობში ორშაბათს მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვნიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე 5 დაშავებული თბილისში გადმოყვანეს.