ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა - Palitra News

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

2018-11-20 14:09:39+04:00

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დილით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 4 დაზარალებული მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც დამწვრობა სახლში, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღეს. ყველა მათგანი, სხეულის მძიმე დამწვრობით, ხობიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს