რუსთავში, ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო, ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს - Palitra News

რუსთავში, ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო, ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს

2018-11-20 12:03:18+04:00

რუსთავში, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის ორმა წევრმა და სამმა მცირეწლოვანმა, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.როგორც ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის მიზეზი, გამათბობელი გახდა.