ამერიკაში ცოცხალი მხატვრის ნახატი რეკორდულ 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა - Palitra News

ამერიკაში ცოცხალი მხატვრის ნახატი რეკორდულ 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა

2018-11-16 14:57:32+04:00

ამერიკაში ცოცხალი მხატვრის ნახატი ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ბრიტანელი ხელოვანის, დევიდ ჰოქნის ნახატის ფასმა რეკორდულ 90,3 მილიონ დოლარს მიაღწია. ჰოქნის მიერ 1972 წელს შექმნილი ნამუშევარი "მხატვრის პორტრეტი" იგივე "აუზი ორი ფიგურით" "კრისტის" აუქციონზე გაიტანეს. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ გადახდილი თანხა 80 მილიონ დოლარს მიაღწევდა, თუმცა საბოლოო ღრებულებამ მათ მოლოდინს გადააჭარბა. მყიდველი აუქციონში ტელეფონის მეშვეობით მონაწილეობდა, მისი ვინაობა უცნობია. წინა რეკორდი ჯეფ კუნსის სკულპტურას ეკუთვნის - კუნსის "ბუშტის ძაღლი" 2013 წელს 58 მილიონ დოლარად გაიყიდა.