"მზარდი თავდაცვითი შესაძლებლობების დემონსტრირება" - კიმ ჩენ ინი ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო - Palitra News

"მზარდი თავდაცვითი შესაძლებლობების დემონსტრირება" - კიმ ჩენ ინი ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო

2018-11-16 09:13:58+04:00

კიმ ჩენ ინი ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA წერს. სააგენტოს ინფორმაციით, პროცესს ქვეყნის ლიდერმა "სწრაფად მზარდი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ ერთი დემონსტრირება" უწოდა. იარაღის გამოსაცდელ ბაზაზე ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ისტორიული მოლაპარაკება შედგა. მოლაპარაკებაზე დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ახალი ურთიერთობების დაწყებასა და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე შეთანხმდნენ. ისტორიული სამიტის შემდეგ ახალი იარაღის ტესტირება ორ ქვეყნასა შორის ურთიერთობის ხელახლა დაძაბვას გამოიწვევს.