მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესი 4 დეკემბრისთვის გადაიდო. საქმის მოსამართლის ლელა ნოზაძის თქმით, 15 ნოემბერს სასამართლოში მირზა სუბელიანი განცხადება შევიდა, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვს. წერილს თან ექიმის ცნობაც ერთვის, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრის ბადრაგირება და პროცესზე დასწრება რეკომენდებული არ არის. სუბელიანი სხდომის გადადებას პროცესზე დასწრების სურვილის გამო გამოთქვამს. მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ცნობილია, რომ ციხეში გაკეთებული სკანდალური ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მეორე დღეს, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა, რის გამოც ის სუიციდის პროგრამაშია ჩართული.