"კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად" - შეფასებები ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახვაზე - Palitra News

"კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად" - შეფასებები ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახვაზე

2018-11-15 18:07:09+04:00

საარჩევნო ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილის ფოტოები გაქრა, მის ნაცვლად კი ქალაქის ქუჩებში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისა ფოტოები გამოჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული. ამ ფაქტზე კომენტარი ჟურნალისტებმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუსვეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილიმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. თემაზე განცხადება პრემიერმა გააკეთა, მამუკა ბახტაძის თქმით, წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია.

იხიელთ:

ვის ვირჩევთ მეორე ტურში? - ივანიშვილის ფოტო ზურაბიშვილის ნაცვლად საარჩევნო ბანერებზე

"რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა; გადაფხიკე და მოიგე" - როგორ გამოეხმაურნენ ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდზე ივანიშვილის ფოტოს გამოსახვას?

ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ბანერებზე - მმართველ გუნდში განმარტებები გაკეთდა