ვერავინ დამისახელა რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, უბრალოდ მიხვიდე ადამიანთან და ასეთი ზიანი მიაყენო, მგონი, ის კარგი ფსიქიკის ადამიანი არ უნდა იყოს. ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს და დამისახელოს რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი და ნებისმიერ განაჩენს მოვუწერ ხელს,- ამის შესახებ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მას განაჩენი გამოუტანეს.