ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს.ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა. მეტრეველმა აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტი რომც ყოფილიყო, სამართალდამცველებს იგი ცოცხალი უნდა აეყვანათ.