ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებებს აკეთებენ. განცხადებების მიხედვით მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ზურაბიშვილის გამონათქვამები, სადაც ის საკუთარ ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს. "გენერლებო მე აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2008 წლის ომის მონაწილე, უკრაინის ომის მონაწილე ასეულის მეთაური, არ ვაძლევ საქართველოს მოღალატეს ხმას, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, მე არ ვაძლევ ხმას იმ რეჟიმს რომლიც მოღალატეობრივია!"- აცხადებს ლევან ზარია. კიდევ ერთი სამხედრო ვინც ფეისბუკში განცხადებას აქვეყნებს დავით მაკიშვილია.„მე, დედით რუსი და ეროვნებით ქართველი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი.უბრალოდ, ქართველი ერის და სამშობლოს ჯარისკაცი, 2008 წლის და რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანი დავით მაყიშვილი,არამცთუ ხმას, არამედ არასოდეს არ დავუშვებ რუსეთის ხელდასმულ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“ - წერს დავით მაკიშვილი.
ამავე თემას ეხმაურება მალხაზ ლაგაზიძეც. „მე - მალხაზ ლაგაზიძე, ეროვნებით ქართველი, სამაჩაბლოდან დევნილი, სამხედრო შეიარაღებული ძალების სპეც.დანიშნულების რაზმის ვეტერანი ოფიცერი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის მონაწილე, ხმას არ ვაძლევ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. არასოდეს შევეგუები რუსულ ოკუპაციას. სოხუმი ჩემი იერუსალიმია - წერს სოციალურ ქსელში მალხაზ ლაგაზიძე.