ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია - რა უჯდებათ მისი ყურება ბრიტანელებს? - Palitra News

ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია - რა უჯდებათ მისი ყურება ბრიტანელებს?

2018-11-13 12:52:12+04:00

დიდ ბრიტანეთში შავ-თეთრი ეკრანით ტელევიზორებს 7 000-მდე ოჯახში ჯერ კიდევ იყენებენ. ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია, შემდეგ მოდის ბირმინგემი და მანჩესტერი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ტელევიზორის ყურებაში ფულს იხდიან, მათ შორის ფულს შავ-თეთრი ტელევიზორების ყურებისთვისაც იხდიან, თუმცა გადასახადი გაცილებით ნაკლებია. თუკი შავ-თეთრი ტელევიზორის მფლობელები გადასახადის სახით ყოველწლიურად 50 ფუნტს იხდიან, მათთვის ვისაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტელევიზორები აქვთ, გადსახადი გასამმაგებულია.